http://www.reportiori.ge/?menuid=48&id=24831
გასაიდუმლოებული არქივი - სტალინის შვილი საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს
30 აპრილი, 2014. 13:28
სტალინის უფროსი შვილი - იაკობ ჯუღაშვილი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში 1943 წელსმოკლეს, როცა ის მორიგეს არ დაემორჩილა და თავად დაუყვირა მას "ისროლე!". ამას მოწმობსგასაიდუმლოებული დოკუმენტების არქივი, - განაცხადა РИА Новости-თან საუბრისას ისტორიულ მეცნიერებათაკანდიდატმა, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა მიხაილ ზუევმა.
აქამდე იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის ორი ვერსია იყო ცნობილი. ერთის მიხედვით, ის ბრძოლაში მოკვდა, ხოლომეორე ვერსიით, გერმანელების ტყვეობაში.
"ახლა ხელმისაწვდომია დოკუმენტები, რომელიც ამ საკითხს ნათელს მოფენს. გერმანიაში ტყვედჩავარდნილიუფროსი ლეიტენანტის იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილის დაკითხვის პროტოკოლის მიხედვით, ის 1941 წლის 16ივნისს ლიასნოვოს რაიონში ჩავარდა ტყვედ, მაშინ როცა 14 სატანკო დივიზიაში იმყოფებოდა", - აღნიშნა ზუევმა.
ისტორიკოსის თქმით, დოკუმენტების მიხედვით, ჯუღაშვილი 1942 წლის ივლისამდე ქალაქ გომელსბურგისბანაკში იმყოფებოდა, შემდეგ კი საკოცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში გადაიყვანეს.
"არქივში შენახულია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ივან სეროვის დეტალურიანგარიში შინაგან საქმეთა მინისტრ კრუგლოვისადმი, რომელიც 1946 წლის 14 სექტემბრით თარიღდება. მასშინათქვამია, რომ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენის კომენდანტისა და მორიგის დაკითხვის საფუძველზედადგინდა, რომ 1943 წლის მარტში ჯუღაშვილი საკონცენტრაციო ბანკში იქნა გადაყვანილი და იქ იყოგანსაკუთრებულ А ბანაკში", - აცხადებს ზუევი.
ისტორიკოსი აცხადებს, რომ დოკუმენტების მიხედვით, ჯუღაშვილი მარტო ჰყავდათ ჩაკეტილი, ბანაკისადმინისტრაციას შეურაცხყოფას აყენებდა და არავისთან საუბრობდა. 1943 წლის დასასრულს იაკობ ჯუღაშვილისასეირნოდ ყაზარმიდან გაიყვანეს, მან მოულოდნელად უარი თქვა უკან დაბრუნებაზე და ნეიტრალურ ბილიკსგაუყვა.
" იაკობმა შეაგინა მორიგეს, საყელო მოქაჩა და ჯარისკაცს დაუყვირა: "ისროლეთ!". მორიგემ მას თავში ესროლადა ჯუღაშვილი მოკლა", - ჰყვება ისტორიკოსი.
(მოამზადა ანა ნოდიამ)