среда, 4 июня 2014 г.

http://www.reportiori.ge/?menuid=48&id=24831
გასაიდუმლოებული არქივი - სტალინის შვილი საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს
ავტორი:
30 აპრილი, 2014. 13:28
-+


სტალინის უფროსი შვილი - იაკობ ჯუღაშვილი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში 1943 წელსმოკლესროცა ის მორიგეს არ დაემორჩილა და თავად დაუყვირა მას "ისროლე!". ამას მოწმობსგასაიდუმლოებული დოკუმენტების არქივი, - განაცხადა РИА Новости-თან საუბრისას ისტორიულ მეცნიერებათაკანდიდატმარუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა მიხაილ ზუევმა.

აქამდე იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის ორი ვერსია იყო ცნობილიერთის მიხედვითის ბრძოლაში მოკვდახოლომეორე ვერსიითგერმანელების ტყვეობაში.

"ახლა ხელმისაწვდომია დოკუმენტებირომელიც ამ საკითხს ნათელს მოფენსგერმანიაში ტყვედჩავარდნილიუფროსი ლეიტენანტის იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილის დაკითხვის პროტოკოლის მიხედვითის 1941 წლის 16ივნისს ლიასნოვოს რაიონში ჩავარდა ტყვედმაშინ როცა 14 სატანკო დივიზიაში იმყოფებოდა", - აღნიშნა ზუევმა.

ისტორიკოსის თქმითდოკუმენტების მიხედვითჯუღაშვილი 1942 წლის ივლისამდე ქალაქ გომელსბურგისბანაკში იმყოფებოდაშემდეგ კი საკოცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში გადაიყვანეს.

"არქივში შენახულია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ივან სეროვის დეტალურიანგარიში შინაგან საქმეთა მინისტრ კრუგლოვისადმირომელიც 1946 წლის 14 სექტემბრით თარიღდებამასშინათქვამიარომ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენის კომენდანტისა და მორიგის დაკითხვის საფუძველზედადგინდარომ 1943 წლის მარტში ჯუღაშვილი საკონცენტრაციო ბანკში იქნა გადაყვანილი და იქ იყოგანსაკუთრებულ А ბანაკში", - აცხადებს ზუევი.

ისტორიკოსი აცხადებსრომ დოკუმენტების მიხედვითჯუღაშვილი მარტო ჰყავდათ ჩაკეტილიბანაკისადმინისტრაციას შეურაცხყოფას აყენებდა  და არავისთან საუბრობდა. 1943 წლის დასასრულს იაკობ ჯუღაშვილისასეირნოდ ყაზარმიდან გაიყვანესმან მოულოდნელად უარი თქვა უკან დაბრუნებაზე და ნეიტრალურ ბილიკსგაუყვა.

იაკობმა შეაგინა მორიგესსაყელო მოქაჩა და ჯარისკაცს დაუყვირა: "ისროლეთ!". მორიგემ მას თავში ესროლადა ჯუღაშვილი მოკლა", - ჰყვება ისტორიკოსი.



(მოამზადა ანა ნოდიამ)